3 + 4 = 34
პირველად იყო სიტყვა, მაგრამ დიდი აფეთქებით გამოწვეული ხმაურის გამო, მისი გაგება საკმაოდ ჭირდა. ამ მცირე გაუგებრობის მიუხედავად, ჩვენს კოპწია პლანეტაზე გზააბნეულმა ატომებმა ძალიან მალე შექმნეს ნოყიერი ნიადაგი ალაოსა და სვიის გასახარებლად.
არავინ იცის, რა ამოძრავებდა თვალუწვდენელი ოკეანის მოუსვენარ ბინადარს, რომელმაც სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ხმელეთზე ამოისეირნა. ალბათ ფეხები! ასე გადადგეს დედამიწელებმა პირველი ნაბიჯი ჭეშმარიტების ძიებისკენ და მისაყოლებლი მისაბაძ მაგალითად გადაიქცა.
ცივილიზაციის აკვანი ძირძველ ეგვიპტეში შემთხვევით არ დარწეულა - ლუდის განუზომელ ძალაუფლებას პირველად სწორედ აქ აუღეს ალღო. ამ იდუმალმა სასმელმა პირველად დააფიქრა კაცობრიობა ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორებიცაა “რისთვის ვარსებობთ?” და “დღეს სადილად რა გვაქვს?”
რომის ძლევამოსილი იმპერიის დაჩოქება მხოლოდ ლუდის სიყვარულმა მოახერხა. ამ ამოუცნობი იარაღით აღჭურვილმა ბარბაროსთა ტომებმა დაქსაქსული ევროპა ერთ მუშტად შეკრეს და მუცელღმერთობა რომ არა, უთუოდ, იოლად დაეპატრონებოდნენ ქვეყნიერების ოცდათოთხმეტივე კუთხეს.
შუა საუკუნეების მიწურულს, ვინც ლუდის შეზავების რეცეპტს ფლობდა, სამყაროს მართვის სადავეებიც მას ეპყრა ხელთ. ამგვარად დიდების სურვილით გულანთებული ქრისტეფორე კოლუმბი იძულებული გახდა ლუდის საიდუმლოს ამოსახსნელად ახალი კონტინენტი აღმოეჩინა.
ინდუსტრიული რევოლუცია ყველაფერს ცვლის - ლუდი ხდება ახალი იდეებისა და გამოგონებების საწვავი. ლუდი ათავისუფლებს კაცობრიობას მონობისა და უძლურების ბორკილებისგან და შთააგონებს დაიპყროს ახალი მწვერვალები, თუმცა სრულყოფილება ჯერ კიდევ შორსაა.
2015 წელი, ნატახტარი, საქართველო. ბრძენი ტექნოლოგი გიორგი ქოქიაშვილი მრავალწლიანი ძიების შემდეგ გონებაში გადახარშავს სამყაროს არსებობის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და დადის მარტივ ჭეშმარიტებამდე 3+4=34! 3 სახის ქერის ალაო და 4 სახის რჩეული სვია არის პასუხი ჩვენს ყველა კითხვაზე, კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვის გვირგვინი და, უბრალოდ, ლუდი, რომელიც გულით უნდა დააფასო.
ინტერნეტში